უკრაინაში ლგბტ აქტივისტების მიერ დაგეგმილი პირველი ფართომასშტაბიანი მსვლელობა მშვიდობიანად ჩატარდა. მსვლელობას ათასობით უკრაინელი შეუერთდა. დაცული იყო უსაფრთხოების ყველა ზომა.
კიევში შეკრებილი ლგბტ აქტივისტების უსაფრთხოებაის დასაცავად მსვლელობას პოლიციელებისგან შემდგარი კორდონი მიჰყვებოდა. როგორც BBC იუწყება, რამდენიმე ჰომოფობიურად განწოყბილმა ადამიანმა ღონისძიების ჩატარებისთვის ხელის შეშლა სცადა, თუმცა პოლიციამ დაკისრებულ მოვალეობას თავი გაართვა. დააპატიმრეს რამდენიმე ადამიანი.







