ახალი ამბები

კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს გაასაჩივრებს

12 ივნისი, 2016 • 1351
კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს გაასაჩივრებს

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

13 ივნისს, 12:30-ზე, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოში” კოალიცია გამართავს პრესკონფერენციას და წარადგენს სარჩელს, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და გაასაჩივრებს უახლოეს პერიოდში მიღებულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით.

3 ივნისს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და 84 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 31 მაისს ვეტო დაადო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს, რომელიც პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, 14 მაისს დაამტკიცა 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი