ახალი ამბები

სტუდენტები და პროფკავშირები შრომის კოდექსს გაპროტესტებენ

17 იანვარი, 2012 • • 948
სტუდენტები და პროფკავშირები შრომის კოდექსს გაპროტესტებენ

დღეს, 17 იანვარს, სტუდენტური მოძრაობა ,,ლაბორატორია 1918“ და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები საქართველოში მოქმედ შრომის კოდესს თბილისში, მეტრო ”რუსთაველთან”, გააპროტესტებენ.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ”საქართველოს შრომის კოდექსს” ”მონობის კოდექსს” უწოდებენ და აცხადებენ, რომ ”აღნიშნული კანონის 37–38 მუხლები დასაქმებულის დამონების, მისი ნებისმიერი მიზეზით დათხოვინსა და დათხოვნის მუქარით მანიპულირების საშუალებას იძლევა. ჩვენ მიუღებლად მიგვჩნია კოდექსი, რომელიც არ იცავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებას – ღირსეული შრომის უფლებას.”

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი განმარტავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო 38-ე მუხლი – შრომითი ხელშეკრულების მოშლის საკითხს.

მასალების გადაბეჭდვის წესი