ნეტგაზეთი | ჩრდილოეთ კორეაში Associated Press-ის წარმომადგენლობა გაიხსნა ჩრდილოეთ კორეაში Associated Press-ის წარმომადგენლობა გაიხსნა – Netgazeti
RU | GE  

ჩრდილოეთ კორეაში Associated Press-ის წარმომადგენლობა გაიხსნა

საინფორმაციო საგენტო Associated Press არის ერთადერთი საერთაშორისო მედიასაშუალება, რომელსაც აქვს ოფიციალური წარმომადგენლობა ჩრდილოეთ კორეაში. სააგენტოს ოფისი დღეს, 16 იანავრს,  ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში გაიხსნა.

AP-ის ოფისის გახსნა ჩრდილოეთ კორეაში
AP-ის ოფისის გახსნა ჩრდილოეთ კორეაში

საინფორმაციო საგენტო Associated Press არის ერთადერთი საერთაშორისო მედიასაშუალება, რომელსაც აქვს ოფიციალური წარმომადგენლობა ჩრდილოეთ კორეაში. სააგენტოს ოფისი დღეს, 16 იანავრს, ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში გაიხსნა.

Associated Press-ის ბიურო ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური ახალი ამბების ბიუროს ოფისის წინ გაიხსნა. მის გახსნას ესწრებოდნენ– საინფორმაციო სააგენტოს გენერალური დირექტორი ტომ კერლი და სხვადასხვა ბიუროების რედაქტორები. ტომ კერლის თქმით, სააგენტოს ჩრდილოეთ კორეის განყოფილება იმავე პრინციპებზე დაყრდნობით იმუშავებს, როგორსაც ამას სხვა ქვეყანაში ახორციელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ბიუროს გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ფხენიანთან ერთი წლის მანძილზე გრძელდებოდა. მანამდე, 2006 წელს, Associated Press-მა ჩრდილოეთ კორეაში გახსნა ვიდეო–ბიურო, სადაც მხოლოდ ვიდეოსიუჟეტები მზადებოდა. ფხენიანში ახლადგახნილ ოფისს კოორდინაციას გაუწევემ: Associated Press-ის სამხრეთ კორეის ბიუროს მთავარი რედატქორი იონ ლი და აზიის ბიუროს მთავარი ფოტოგრაფი დევიდ გუტენფელდრი.

Associated Press-ის ბიურო ჩრდილოეთ კორეაში ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ირის გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ გაიხსნა. გარდაცვლილი ლიდერის პოსტი მისმა შვილმა დაიკავა, რომელმაც განაცხადა, რომ ის ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას უცვლელად გააგრძელებს.

საინფორმაციო სააგენტო Associated Press 1846 წელს დაარსდა და მას ამჟამად მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში აქვს ბიურო გახსნილი, სადაც 2500-ზე მეტი ჟურნალისტი მუშაობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი