ახალი ამბები

აღმაშენებლის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

17 იანვარი, 2012 • 1369
აღმაშენებლის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

ხანძარი
ხანძარი

წუხელ ღამით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა.

სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად  დაიწვა საოჯახო ნივთები 40 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

ხანძრის დროს ბინაში არავინ იმყოფებოდა, რადგან აღმაშენებლის ქუჩაზე, პოლიციის შენობის გვერდით  მდებარე ამ სახლის რეაბილიტიაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა და მესაკუთრე ჯერჯერობით არ შესახლებულა.

აღმაშენებლის ქუჩაზე გუშინ ღამე მობილიზებულმა სახანძრო და საგანგებო სიტუაციათა სამსახურებმა ხანძარი  აღკვეთეს. არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის ცნობილი არ არის ხანძრის გაჩენის მიზეზები.

ეს მეორე ხანძარია აღმაშენებლის გამზირზე მას შემდეგ, რაც შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი