ახალი ამბები

დავითოღლუ: თურქეთი ანტისარაკეტო სისტემას მეზობლების წინააღმდეგ არ გამოიყენებს

16 იანვარი, 2012 • • 1105
დავითოღლუ: თურქეთი ანტისარაკეტო სისტემას მეზობლების წინააღმდეგ არ გამოიყენებს

“თურქეთი ანტისარაკეტო სისტემას მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ არ გამოიყენებს. ამ სისტემებს მხოლოდ თავდაცვითი მიზანი და ფუნქცია გააჩნიათ,” – განაცხადა თურქეთის საგრეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ თეირანში ვიზიტისას.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხეთის სააგენტო “news.am” ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, თუ თურქეთის რომელიმე მეზობელი სახელმწიფო მსგავს სისტემებს განათავსებს, ოფიციალური ანკარა ამას საფრთხედ არ აღიქვამს.

2012 წლიდან თურქეთში ნატოს სარაკეტო თავდაცვითი სისტემაც ამოქმედდა. როგორც  თურქეთის გაზეთი “ჰურიეთი” იტყობინება, აღნიშნული სისტემა თურქეთის აღმოსავლეთით მდებარე რაიონში განთავსდა. თურქეთის ლიდერების განცხადებით, ალიანსის რადარული სისტემა ქვეყნის თავდაცვას უზრუნველყოფს ბალისტიკური რაკეტების საშიშროებისგან და მას მხოლოდ თავდაცვითი ფუნქცია ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი