”პოლიტიკაში დღეს არ მოვედი. მოვედი ჩემს მეუღლესთან ერთად. ეს იყო ოჯახური გადაწყვეტილება და, შესაბამისად, ჩვენ ყველანი მზად ვიყავით, რომ გარკვეულ მომენტში გარკვეული პასუხისმგებლობა აგვეღო საკუთარ თავზე. დღეს დადგა ისეთი მომენტი, რომ ჩემს მეუღლეს უზღუდავენ პოლიტიკურ ატივობას, შესაბამისად, მე გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველაფერს, რაც კარგი იქნება ჩემი ოჯახისათვის და ჩემი სამშობლოსათვის. მე მგონი, ყველაფერი გამოგვივა, იმიტომ, რომ საქართველოს ისტორიის ფურცლებზე ქალბატონების მოღვაწეობას თუ გადავხედავთ, დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, რომ ქალბატონები ყოველთვის გამოირჩეოდნენ და დღესაც გამოირჩევიან პრინციპულობით, მიზანდასახულობით და საქმისადმი თავდადებით. მგონი, ქართული ოცნება ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებს. ყოველ შემთხვევაში, ყოველ დღეს მოაქვს გამარჯვება ჩვენთვის და ყველაზე დიდ გამარჯვებას უკვე საარჩევნო დღეს მოვიპოვებთ,”-განაცხადა ეკატერინა ხვედელიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს, ოთარ მეღვინეთუხუცესის 80 წლის საიუბილეო საღამოს დაწყებამდე.
ეკატერინა ხვედელიძის პირველი კომენტარი მედიასთან
-
09.10.2026
სასამართლო განაჩენის გასაჯაროებას უკრძალავს ქალს, რომლის გაუპატიურებაში ბრალდებული კაციც გაათავისუფლა
-
09.10.2026
ნანა ყეინიშვილის დამტკიცება იყო „ოცნების“ გააზრებული პოლიტიკური არჩევანი — სალომე ზურაბიშვილი
-
09.10.2026
ტყიბულში მეშახტე დაშავდა
-
09.10.2026
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
09.10.2026
ეროვნული ბანკი საბჭოს სხდომებიდან ყეინიშვილის დროებით აცილებას განიხილავს
-
09.10.2026
ივანიშვილის გინების გამო გიორგი კირვალიძეს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
