ახალი ამბები

ილია მეორე: “ფსიქოლოგები ეკლესიაშიც საჭიროა”

15 იანვარი, 2012 • 1126
ილია მეორე: “ფსიქოლოგები ეკლესიაშიც საჭიროა”

“ფსიქოლოგი აუცილებელია ყოველ დაწესებულებაში, ეკლესიაშიც საჭიროა ფსიქოლოგები, სკოლებშიც, ინსტიტუტებში. ბოლო დროს თითქოს დაიხურა ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის  ინსტიტუტები. სინამდვილეში ეს ძალიან საჭიროა და  ამიტომ მე ვთხოვ ჩვენს ხელისუფოლებას და ბატონ პრეზიდენტს, მიაქციოს ამას ყურადღება. ჩვენ ამის შესახებ 30 წელია ვლაპარაკობთ, მაგრამ მაინცდამაინც ვერ გავიგეთ იმის შესახებ, რომ ეს აუცილებეალია. თუ ჩვენ გვექნება როგორც საგანი ფსიქლოგია, ლოგიკა, ფილოსოფია საშუალო სკოლაში, როგორც მათემატიკა, ქართული ენა და ისტორია, პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასამდე უნდა ისწავლებოდეს,”–განაცხადა საქართველოს პატრიარქმა, დღეს, 15 იანვარს, საკვირაო ქადაგების დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი