ახალი ამბები

ყაზახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

15 იანვარი, 2012 • 1082
ყაზახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ყაზახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დღეს, 15 იანვარს, იმართება. ყაზახეთის მოსახლეობა მეჯლისის (პარლამენტის ქვედა პალატის) დეპუტატებსა და ადგილობრივ წარმომადგენლობით მთავრობებს ირჩევს.

არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემით, ყაზახეთში 819 საერთაშორისო ორგანიზაციის და 29 ქვეყნის დამკვირვებელი იმყოფება.

წინასწარი ინფორმაციით, არჩევნების პირველი შედეგები 16 იანვრის დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.

ყაზახეთის კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ამომრჩეველთა ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩატარებულად ჩაითვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი