ახალი ამბები

კარბელაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი

14 იანვარი, 2012 • 1175
კარბელაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მკურნალი ექიმის, გიორგი გოცაძის თქმით, კარბელაშვილის დიაგნოზი ჯერ–ჯერობით დადასტურებული არ არის:

“შემოსვლისას მისი მდგომრეობა იყო საკმაოდ სერიოზული, ამჟამად გრძელდება მკურნალობა  და კვლევა იმ სპეციფიკური დაავადებების მიმართ, რომელიც აფრიკის რეგიონისთვის არის დამახასიათებელი, რომელშიც შედის მალარია და სხვადასხვა ვირუსული დაავადებები”, – ამბობს გიორგი გოცაძე.

მინისტრის მოადგილე, როგორც პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, ხელმძღვანელობდა მეკობრეების ტყვეობიდან დახსნილი ქართველი და თურქი მეზღავურების გათავისუფლების პროცესს, რომლებიც საქართველოში გუშინ დაბრუნდნენ. გიორგი კარბელაშვილი აფრიკაში სწორედ მეზღვაურებთან შესახვედრად და მათ საქართველოში დასაბრუნებლად იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის დავალებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი