რუსთავი 2-ის გენერალური დირქტორი ნიკა გვარამია სააპელაციო სასაამრთლოში რუსთავი 2-ის სააპელაციო საჩივრის განმხილველ კოლეგიას მოუწოდებს, რომ გამოვიდეს სათათბირო ოთახიდან და მოსამართლე ყაველაშვილი აიცილოს.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 7 ივნისს დასრულდა და მოსამართლეთა კოლეგია ნათია გუჯაბიძის, ნატა ნაზღაიძისა და შორენა ყაველაშვილის შემადგენლობით სათათბიროდ გავიდა.
“ჩვენ ვაყენებთ მოსამართლე ყაველაშვილის აცილების საკითხს. კეთილი ინებოს კოლეგიამ, გამოვიდეს სათათბიროდან და გამოაცხადოს პირველ რიგში თავისი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით,”- განაცხადა გვარამიამ.
დღეს, 9 ივნისს, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე დავის “ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ” განმხილველი კოლეგიის ერთ-ერთ მოსამართლეს, შორენა ყაველაშვილს სამოქალაქო სამართალში კვალიფიკაცია არ აქვს. გვარამიამ საკუთარ განცხადებას დოკუმენტები დაურთო, სადაც საუბარია, რომ შორენა ყაველაშვილს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართალში აქვს ჩაბარებული.
ნიკა გვარამიას განცხადებით, ამ კოლეგიაში შორენა ყაველაშვილი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის დავალებას ასრულებს და იგი “ზონდერმოსამართლეა”.
ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადება არის სრულიად დაუსაბუთებული და არაკვალიფიციური. მისი თქმით, მოსამართლის გამოცდის ჩაბარება სპეციალიზაციაში აუცილებლია.
სააპელაციო სასამარლომ ნიკა გვარამიას განცხდების პასუხად გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შორენა ყაველაშვილს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გავლილი აქვს სამოქალაქო სამართლის სრული, 18-თვიანი კურსი. გვარამია ამ განცხადებას დაუსაბუთებელს უწოდებს.
“ჩვენს საქმეს, რომელიც საკუთრივ სააპელაციო სასამართლომ დააკვალიფიცირა, როგორც რთულ და კომპლექსურ სამრთლებრივ დავად და ამაზე განჩინება არსებობს საქმეში, იხილავდა მოსამართლე, რომელსაც არ გააჩნია სამოსამართლო კვალიფიკაცია სამოქალაქო ან ზოგადი კვალიფიკაციის მიმართულებით. ამ მოსამართლეს არც ერთი შეკითხვა არ გასჩენია მხარეების მიმართ, ხმა არ ამოუღია მთელ პროცესზე გარდა იმ შეთხვევისა, როცა მისი აცილების შუამდგომლობა დადგა. ამიტომ ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს მოსამართლე სისხლის სამართლის პალატიდან მოვლენილ იქნა სწორედ იმიტომ, რომ დავალების შემსრულებელი მესამე მოსამართლე იყო საჭირო კოლეგიაში. ჩვენ ვსვამთ კითხვას, რის საფუძველზე არ მონაწილეობდა ამ დავაში ნაზღაიძე-გუჯაბიძის მყარი შემადგენლობის მესამე მოსმართლე ქეთევან მესხიშვილი ან ბატონი გოდერძიშვილი. რის საფუძველზე ჩანაცვლდა ეს მოსამართლეები შორენა ყაველაშვილით, თან იმ მოსამართლით, რომელიც არ წარმოადგენს სამოქალაქო საქმეთა პალატას?
ის პასუხი, რომლიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაგვცა, რომ მან გაიარა კვალიფიკაცია, 18-თვიანი კურსები სამოქალაქო სამართალში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, არის სრული აბსურდი იმიტომ, რომ ყველა გადის ამ კურსებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. ეგრე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან გაიარა ამ კვალიფიკაციით 2 თუ 3 წელი რომელიღაც უნივერსიტეტში, მაგრამ მოსამართლის გამოცდები სპეციფიკური კვალიფიკაციით ტარდება სწორედ იმის გამო, რომ შემოწმდეს მოსამართლის კვალიფიკაცია სწორედ ამ მიმართულებით და მას მიენიჭოს პრიორიტეტი მუშაობისა სწორედ ამ მიმართულებით,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
როგორც ნიკა გვარამიან განაცხადა, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ვალერი ცერცვაძეს უნდა წარმოედგინა საკუთარი ადმინისტრაციული აქტი შორენა ყაველაშვილის სისხლის სამართლის კოლეგიიდან ადმინისტრაციულ კოლეგიაში მივლინების შესახებ და დაესაბუთებინა, თუ რატომ არის სწორედ ეს მოსამართლე და არა სამოქალაქო პალატის რომელიმე სხვა მოსამართლე მივლინებული ამ კოლეგიაში.
“ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე, როემელიც, აღიარებიულია საკუთრივ ამ სასამართლოს მიერ, რომ არის ურთულესი სამოქალაქო შინაარსის საქმე, სისხლის სამარღის სპეციალიზაციის მოსამართლეს რომ ჩართავ, ეს აცილების საფუძველი არის როგორც მინიმუმ და სავსებით შესაძლებელია, რომ იყოს გაცილებით მნიშვნელოვანი რეაგირების საფუძველი,”- ამბობს გვარამია.








