ახალი ამბები

სუს: ხაშურის გამგებლის წარმომადგენელმა 2 000 ლარის ოდენობით ქრთამი აიღო

9 ივნისი, 2016 • 1089
სუს: ხაშურის გამგებლის წარმომადგენელმა 2 000 ლარის ოდენობით ქრთამი აიღო

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქრთამის აღების ფაქტზე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ წრომში დავით გოგალაძე დააკავეს.

“დავით გოგალაძე მოქალაქეს  დაჰპირდა სახელმწიფოს კუთვნილი 8 ჰა მიწის ფართობის იჯარით სარგებლობაში გადასაცემი აუქციონისათვის  საჭირო პროცედურების დაჩქარებას და დროულად მოგვარებას, რის სანაცვლოდაც  მას  ქრთამის სახით მოსთხოვა და  გამოართვა 2000 ლარი,”- აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი