ახალი ამბები

ვაკეში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება

9 ივნისი, 2016 •
ვაკეში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება

ვაკეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება. პარტიამ იგი დღეს წარადგინა.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვაკეში გადატვირთული მშენებელობების პრობლემის გადაჭრა. ადგილობრივი პრობლემებიდან პარკინგის პრობლემის გადაჭრა. ზოგადად გამწვანების პრობლემა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სათანადოდ მიხედული არ იყო”, – განაცხადა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია ენმ-ს საარჩევნო სიის მე-2 ნომერია. ენმ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის პროცესს დღეიდან იწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი