ახალი ამბები

ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობის ხარჯები უცნობია

11 იანვარი, 2012 • 982
ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობის ხარჯები უცნობია

საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზამ ვერც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ვერც ქალაქ ქუთაისის მერიისგან ვერ მიიღო ინფორმაცია  თუ რა თანხებია ქუთაისში პარლამენტის მშენებლობისთვის გამოყოფილი.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გაცემულ საჯარო ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობის ხარჯებთან დაკავშირებით  ინფორმაცია არ გააჩნიათ.

რაც შეეხება ქალაქ ქუთაისის მერიას, მათ  მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში წერია, რომ პარლამენტის მშენებლობა საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა კონკრეტული თანხა აღნიშნული არ არის.

აღნიშნულ საკითხზე IDFI -მ ინფორმაცია ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და პარლამენტიდან მიიღო. მათივე ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზამ ფინანსთა სამინისტროსაც მიმართა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი