ახალი ამბები

სპორტის მასწავლებლებისთვის საგნობრივი საგამოცდო პროგრამები მომზადდება

11 იანვარი, 2012 • 1379
სპორტის მასწავლებლებისთვის საგნობრივი საგამოცდო პროგრამები მომზადდება

საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სპორტის მასწავლებლებისთვის  საგნობრივი საგამოცდო პროგრამები მომზადდება.

სპორტის პედაგოგთა საგამოცდო პროგრამების შემუშავებაში, სამინისტროს ინფორმაციით, ჩაერთვებიან  სპორტის სხვადასხვა სახეობების წარმომადგენლებიც და პროგრამებზე განათლების და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად იმუშავებენ.

“თუ გასულ წელს სპორტის პედაგოგებს მხოლოდ პროფესიულ უნარებში შეეძლოთ ერთი გამოცდის ჩაბარება, პედაგოგები უკვე საგნობრივ ნაწილსაც ჩააბარებენ. ორი სავალდებულო გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი სერთიფიკატს მიიღებენ. სამინისტროს ცნობით, გამოცდების წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება.

ანალოგიური კომისიები შეიქმნება მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლების საგამოცდო პროგრამების შესამუშავებლად და მათზეც იგივე პირობები გავრცელდება, რაც სპორტის პედაგოგებზე,”–ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ესთეტიკურ აღზრდას, სპორტის მიმართულების პედაგოგების საგნობრივ ნაწილში გადამზადებას და საგამოცდოდ მათ მომზადებას სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრი უზრუნველყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი