ახალი ამბები

ნადირობისა და თევზჭერის სეზონის დაწყების ვადები და კვოტები დამტკიცდა

11 იანვარი, 2012 • 1246
ნადირობისა და თევზჭერის სეზონის დაწყების ვადები და კვოტები დამტკიცდა

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა ნადირობა-თევზჭერის სეზონის ვადები და კვოტები დაამტკიცა.

ცვლილებები რამდენიმე ბრძანებაში შევიდა, კერძოდ, ”ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების  თარიღების” დამტკიცების თაობაზე მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში და ”ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული თარიღისა და მოწყობილობების  ჩამონათვლის  შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში.

ცხოვლეთა სამყაროს სხვადასხვა სახეობაზე ნადირობა დაშვებულია კონკრეტულ ვადებში- მაგალითად,  არჩვზე ნადირობა დაშვებულია15 დეკემბრიდან -1 მარტამდე, კურდღელზე 1 სექტემბრიდან -1 თებერვლამდე, მურა დათვზე  1 ნოემბრიდან-1 იანვრამდე და სხვა.

ნადირობა აკრძალულია დათვის ერთ წლამდე ბელზე და დათვის მდედრ ინდივიდზე, რომელსაც ერთ წლამდე ბელი ჰყავს.

ასევე დამტკიცდა, 2012 წელს ნადირობის სეზონზე  ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი ობიექტის მოპოვების კვოტები. ნუტრია-194 ცალი, მაჩვი-168 ცალი, ტყის კვერნა- 157 ცალი, ქვის კვერნა-167 ცალი, მგელი-120, ტურა-1453, მელა-162, ტყის კატა-77, გარეული ღორი-189, შველი-417, ენოტი-96, ხოხობი-416, კაკაბი-713, დურაჯი-50.

მასალების გადაბეჭდვის წესი