ახალი ამბები

სომალის მედია: “ქართველი მეზღვაურები 3 მილიონის სანაცვლოდ გაათავისუფლეს”

9 იანვარი, 2012 • • 1191
სომალის მედია: “ქართველი მეზღვაურები 3 მილიონის სანაცვლოდ გაათავისუფლეს”

ერთ–ერთი სომალელი მეკობრის განცხადებით, მათ მალტის დროშის ქვეშ მცურავი საბერძნეთის ტანკერი „ოლიბ ჯი“ 3 მილიონი აშშ დოლარის მიღების შემდეგ გაათავისუფლეს.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ–პორტალი “Somalia-Report” აქვეყნებს.

“ჩემმა ჯგუფის წევრებმა გამოსასყიდი თანხა 3 მილიონი დოლარი მიიღეს და ამის შემდეგ დავტოვეთ გემი.

მეკობრის განცხადებით, ეკიპაჟის წევრები ჯამრთელობის მხრივ კარგ მდგომარეობაში არიან.

შეგახსენებთ, მალტის დროშის ქვეშ მცურავი საბერძნეთის ტანკერი „ოლიბ ჯი“, რომელზეც ქართველი და თურქი მეზღვაურები იმყოფებოდნენ, სომალელმა მეკობრეებმა 2010 წლის 8 სექტემბერს ადენის სრუტეში დაატყვევეს. სომალელი მეკობრეები გემის მფლობელი ბერძნული კომპანიისგან გამოსასყიდის სახით რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვდნენ, რაზეც გემის მფლობელმა უარი განაცხადა. ამის გამო ამ ხნის განმავლობაში მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ ქართულ მხარეს მეკობრეებისთვის ფული არ გადაუხდია. მეზღვაურების გათავისუფლების ოფიციალური დეტალები უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი