ახალი ამბები

სააკაშვილი ტყვეობიდან გათავისუფლებულ კაპიტანს ტელეფონით ესაუბრა

9 იანვარი, 2012 • • 1150
სააკაშვილი ტყვეობიდან გათავისუფლებულ კაპიტანს ტელეფონით ესაუბრა

დღეს, 9 იანვარს მიხეილ სააკაშვილი სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურს, გემის კაპიტანს მემედ ზაქარაძეს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურებს ტყვეობიდან გათავისუფლება მიულოცა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის სამშობლოში მათ დაბრუნებას.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურმა გაავრცელა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავის მხრივ, მემედ ზაქარაძემ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მეზღვაურთა გადასარჩენად და გასათავისუფლებლად პირადად გამოიჩინა. მისი თქმით, მეზღვაურები თავს კარგად გრძნობენ და უფრო მეტიც, თითოეული მათგანი მიიჩნევს, რომ მათი ტყვეობიდან დახსნა ხელახლა დაბადების ტოლფასია.

სომალელმა მეკობრეებმა გემი 2010 წლის ოქტომბერში გაიტაცეს და ქართველი მეზღვაურები 508 დღის განმავლობაში იყვნენ დატყვევებული. მათი გათავისუფლების პროცესს საქართველოს პრეზიდენტი პირადად აკონტროლებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი