ახალი ამბები

მოსახლეობის კეთილდღეობის მიხედვით საქართველო 123-ე ადგილზეა

9 იანვარი, 2012 • 1088
მოსახლეობის კეთილდღეობის მიხედვით საქართველო 123-ე ადგილზეა

Gallup-ის  2010 წლის ქვეყნების მონაცემები  დღეისათვის უკანასკნელია, რომელიც მსოფლიოს 155 ქვეყნის მასშტაბით ადამიანთა კეთილდღეობას ზომავს.  Gallup-ის მონაცემებს  მსოფლიოს მოსახლეობის 98 %-ის რეპრეზენტაციაზე აქვს პრეტენზია. ადამიანთა გამოკითხვა როგორც უშუალო კონტაქტით, ისე ტელეფონით ხდება.  155 ქვეყნის მონაცემიბიდან საქართველო საბოოლო შედეგებით 123-ე ადგილზეა.

Gallup-ის გლობალური კეთილდღეობის საზომი საერთო ნაციონალური კეთილდღეობის განსასაზღვრად ქცევითი ეკონომიკის პირველი ყოვლისმომცველი საზომია, რაც საფუძვლად უდევს ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის ყველა სხვა საზომს. მიმდინარე კვლევითი პროექტებით, რომლებიც 150-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება, Gallup ლიდერია გლობალური მონაცემების, საზომთა შეგროვებასა და ანალიზის კუთხით.

მოსახლეობის ცხოვრებით კმაყოფილების შეფასებას, პროცენტულ მაჩვენებლების მიხედვით, ”აყვავების”, ”ბრძოლის”, და ”ტანჯვის” თვალსაზრისით ადგენენ. ეს ინდექსები გამოხატავს მოქალაქეთა წარმოდგენას, რა განვითარების საფეხურზე არიან დღეს და რა პერსპექტივა აქვთ მომავალში. Gallup-ის მეთოდით გამოკითხულ ადამიანებს თხოვენ, შკალის მიხედვით გაზომონ მათი ცხოვრებით კმაყოფილება ამ ეტაპზე და რას ვარაუდობენ ისინი მომავალში. თუ პირი ამბობს, რომ ცხოვრებით კმაყოფილება 0-10– ბალიან შკალაზე, მაგალითად, 7-ს უდრის და სამომავლოდ ვარაუდობს, რომ ეს ნიშნული 8-მდე გაიზრდება, ეს ”აყვავების” სტადიაა, ხოლო თუ პირი საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილებას მხოლოდ 4 ბალით  ან ნაკლებით აფასებს, ეს ნიშნავს, რომ ”ტანჯვის” სტადიასთან გვაქვს საქმე. 4–დან 7–მდე მონაცემები კი ”ბრძოლის” კატეგორიაში ხვდებიან.

155 ქვეყნის მონაცემებიდან  საბოოლო შედეგებით საქართველო 123–ე ადგილზეა. გამოკითხულთა 10 % თვლის, რომ მათი ყოველდღიური ცხოვრება ”აყვავების” სტადიაზეა.  56% თავიანთ ცხოვრებას  ”ბრძოლას” ადარებს, ხოლო 35 % – ”ტანჯვას”.

ცხრილის მიხედვით, ასევე ზომავენ ყოველდღიური ცხოვრების კეთილდღეობას (0-10 ქულის ფარგლებში). ყოველდღიური ცხოვრების კეთილდღეობის გაზომვისას აერთიანებენ 10 ყოველდღიურ გამოცდილებას. გრძნობს თუ არა ადამიანი თავს კარგად დასვენებულად, ექცევიან თუ არა მას პატივისცემით, იღიმის/იცინის თუ არა, სწავლობს და აქვს თუ არა ინტერესის სფეროები, ყოველდღიური კეთილდღეობის შეფასებისას ითვალისწინებენ გართობის, ფიზიკურ ტკივილის, ნერვიულობის, მწუხარების, სტრესის და ბრაზის ფაქტორების არსებობას. რაც უფრო მაღალია ნიშნული, ნიშნავს, რომ ადამიანთა ყოველდღიურობაში პოზიტიური მოვლენები მეტია, ვიდრე ნეგატიური. საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების მაჩვნებელი 6.2-ია.

საქართველო მონაცემებით წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიიცაა: ავღანეთი, კენია, განა, ჩინეთი,  ნეპალი და ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა– ეთიოპია, ნამიბია, შრი ლანკა, სირია და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი