ახალი ამბები

იპოდრომთან მდებარე ჩოგბურთის მოედანი დააზიანეს

7 ივნისი, 2016 • 2127
იპოდრომთან მდებარე ჩოგბურთის მოედანი დააზიანეს

სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გავრცელებული ფოტოების მიხედვით, იპოდრომთან მდებარე ჩოგბურთის მოედანი დაზიანებულია, თუმცა მერიას არ აქვს ზემოქმედების ბერკეტი, რადგან ის კერძო საკუთრებაა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ტერიტორია, სადაც მოედანი მდებარეობს, ვენერა ალიშევას საკუთრებაა. ამ ტერიტორიის მფლობელად ალიშევა საჯარო რეესტრში 2013 წლიდან ფიქსირდება. მანამდე აღნიშნული მიწის ფართობი “ჟოკეი კლუბის” საკუთრება იყო.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე სამ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე მრავალსართულია კორპუსის აშენება სურდათ.

მერიის არქიტექტურის სამსახურის ცნობით, 2015 წლის 17 ივლისს არქიტექტურის სამსახურს განაცხადით მომართა მოქალაქე ლევან ხუხაშვილმა და მოითხოვა თამარაშვილის ქ. 13–ში მდებარე სამ საკადსტრო ერთეულზე მრავალფუნქციური კომპლექსის დასაგეგმარებლად განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემა.

განცხადებაში მითითებულია, რომ უნდა აშენდეს მრავალფუნქციური კომპლექსი, რომლის მიწისქვეშა სართულები დაეთმობა ავტომობილების სადგომს, შენობაში განთავსდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი და კომერციული ობიექტები.

პროექტის მიხედვით, ტერიტორიის გამწვანებული ნაწილი სრულად შენარჩუნდება და დარჩენილი თავისუფალი ნაწილი ასევე გამწვანდება და კეთილმოეწყობა. გათვალისწინებულია ღია სპორტული მოედნის მოწყობა, რომელიც შიდა ეზოს მხარეს არის დაგეგმილი.

განაშენიანება შეეხება 2500 კვადრატულ მერტს. შენობას სავარაუდოდ 15-20 სართული ექნება. ასევე დაგეგმილია კომბინირებული მოედანი.

სამსახურის ცნობით, აღნიშნული საკითხი განიხილა ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ 2015 წლის 26 ნოემბერს. ვინაიდან წარმოდგენილი ესკიზური წინადადება არ ითვალისწინებდა სპორტული, ინფრასტრუქტურული და რეკრეაცული სივრცის შენარჩუნებას, საკითხი საბჭომ უარყოფითად შეაფასა. 

იპოდრომთან მდებარე ჩოგბურთის მოედანი. ფოტო: მიშა მალაშევსკი-ჯაყელი

იპოდრომთან მდებარე ჩოგბურთის მოედანი. ფოტო: მიშა მალაშევსკი-ჯაყელი

იპოდრომთან მდებარე ჩოგბურთის მოედანი. ფოტო: მიშა მალაშევსკი-ჯაყელი

იპოდრომთან მდებარე ჩოგბურთის მოედანი. ფოტო: მიშა მალაშევსკი-ჯაყელი

მასალების გადაბეჭდვის წესი