ახალი ამბები

დავით ბაქრაძე : ქართულ პოლიტიკში შავი ფულის მოძრაობა დამთავრდება

29 დეკემბერი, 2011 • 1123
დავით ბაქრაძე : ქართულ პოლიტიკში შავი ფულის მოძრაობა დამთავრდება

დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ გააკეთა.

დავით ბაქრაძე ახალი კანონის მიმართ ოპოზიციური პარტიების კრიტიკულ პოზიციას არ ეთანხმება:

«ეს კანონი ამკვიდრებს ახალ სტანადარტებს ქართულ პოლიტიკაში. ეს სტანდარტი არის მკაცრი, მაგრამ ის გამომდინარეობს ევროპული პოლიტიკური სტანდარტიდან. კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ კანონმა გაიარა ექსპერტიზა ვენეციის კომისიაში, ევროსაბჭოში. კანონის მომზადების რეკომენდატორია ევროსაბჭოს ანტიკორუფციული კომისია.

ამიტომ,  მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ყველა პარტიამ, იქნება ეს ნაციონალური მოძრაობა თუ ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტია, უნდა ვითამაშოთ და ვიმოქმედოთ იმ თამაშის წესებით, რომელიც არის მიღებული და აპრობირებული დღევანდელ ევროპაში» –ამბობს ბაქრაძე.

პარლემენტის თავმჯდომრის შეფასებით, შესაძლოა პოლიტიკურ პარტიებს დროებითი სირთულეები შეექმნათ, თუმცა ისინი უნდა მიეჩვივნენ ახალი თამაშის წესებს:

«დროებითი სირთულეების მიუხედავად, რომელიც შეიძლება პარტიებს შეექმნათ, ეს კანონი ამკვიდრებს სტანდარტს, რომ ქართულ პოლიტიკაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება შავი ფულის მოძრაობა, ფულის გათეთრება და პოლიტიკოსების მხრიდან პოლიტიკის აღქმა ფულის შოვნის საშუალებად» – ამბობს ბაქრაძე. მისი თქმით, არ არის დასამალი, რომ საქართველოში ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა.

«საწყის ეტაპზე ყველა პარტიას, მათ შორის მმართველ პარტიასაც, შესაძლოა გარკვეული სირთულეები შეექმნას თამაშის წესებთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ქართული პოლიტიკური სისტემა იქნება გამჭვირვალე და სანდო»,– ამბობს ბაქრაძე.

« პოლიტიკა არ არის მოსყიდვა და ყიდვა. პოლიტიკა არის დარწმუნება. ამომრჩევლის დარწმუნება ხდება იდეებით, პროგრამებით, პრინციპებით. ყველა პარტიას შეუძლია დახარჯოს თანხა, რომ დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მისი ხედვა, მისი ღირებულებები და პროგრამა არის კარგი. სწორედ ამის საფუძველზე უნდა მისცეს ამომრჩეველმა ხმა პოლიტიკურ პარტიას, და არა იმიტომ, ვიღაცამ თანხა დახარჯოს და იყიდოს» –ამბობს ბაქრაძე.

მისი თქმით, ეს შეზღუდვა თანაბრად ეხება ყველა პარტიას, ხოლო ეს კანონი იმ მხრივ ამკვიდრებს ნორმლური თამაშის წესს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს არა ის, ვისაც ბევრი ფული აქვს, არამედ ის, ვისაც სწორი იდეები აქვს, რასაც ხალხი უჭერს მხარს.

“საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის ახალ რეგულაციებს ხელი 28 დეკემბერს მოაწერა. საკანონმდებლო ცვლილება “საკანონმდებლო მაცნეში”უკვე გამოქვეყნდა.

ახალი რეგულაციის თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული თანხები დაუბრუნონ თანხის მიმცემს.

აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიიქცევა სახელმწიფო საკუთრებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი