ახალი ამბები

სოფო ნიჟარაძის ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

7 ივნისი, 2016 • 2099
სოფო ნიჟარაძის ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომღერალ სოფო ნიჟარაძის ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

როგორც “ნეტგაზეთისთვის” გახდა ცნობილი, გუშინ, 6 ივნისს, ფილარმონიაში X ფაქტორის კონცერტის დასრულების შემდეგ უცნობი პირი სოფო ნიჟარაძეს, რომელიც ამ კონკურსის ჟიურის წევრია, თავს დაესხა და დაარტყა. ამის შემდეგ დაცვამ ეს პირი გარეთ გაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამიინისტროში არ აკონკრეტებენ, დაკავებულია თუ არა ბრალდებული. პრესსამსახურმა ჩვენთან საუბრისას მხოლოდ ის განაცხადა, რომ ბრალდებული იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძებო მოქმედებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი