დღეს, 29 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონსა” და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები გააპროტესტეს.
არასამთავრობოების წარმომადგენლების განცხადებით, პრეზიდენტმა, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო ვეტო დაედო აღნიშნული ცვლილებებისთვის, პირიქით – ხელი მოაწერა ცვლილებების პროექტს, რომლებიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
აქციის მონაწილეებმა შეაგროვეს ხელმოწერები და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დატოვეს განცხადება, რომელშიც გამოხატულია არასამთავრობო სექტორის უკმაყოფილება აღნიშნულ ცლილებებთან დაკავშირებით.
აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ გამოხმაურებია.




