ახალი ამბები

ივანიშვილი: ქართული ოცნება პარლამენტში 95 დეპუტატით მოვა

7 ივნისი, 2016 • 1194
ივანიშვილი: ქართული ოცნება პარლამენტში 95 დეპუტატით მოვა

საქართველოს ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებთ,  პარტია “ქართული ოცნება” პარლამენტში მოვა 95 დეპუტატით.

ასე უპასუხა ივანიშვილმა 7 ივნისს,  ნაციონალური მაუწყებლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის შეკითხვას,  მისი აზრით, დასჭირდება თუ არა “ქართულ ოცნებას” კოალიციის შექმნა პარლამენტში.

“მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება მოვა 95 კაცით, 95 დეპუტატს შეიყვანს პარლამენტში, პლიუს, მინუს,”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

“თქვენი წერილი დეპუტატმა მანან კობახიძემ ილია ჭავჭავაძის წერილს შეადარა. სხვა შეფასებებიც იყო. დაუფასდებათ თუ არა მათ ეს?”- ეს კითხვა ივანიშვილს ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა დაუსვა. ივანიშვილმა უპასუხა, რომ მან არ იცი ამ შეფასების შესახებ, თუმცა  მისი აზრით მანანა კობახიძე მომავალ პარლამენტშიც უნდა იყოს. ამ საკითხს კვირიკაშვილი [მოქმედი პრემიერ-მინისტრი] გადაწყვეტსო – დასძინა ყოფილმა პრემიერმა.

თუმცა პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ “თუ საზოგადოება სწორად ვერ გაანალიზებს [არსებულ ვითარებას], არსებობს ხიფათი იმისა, რომ ეს [ნაციონალური მოძრაობა] შემობრუნდეს. 

სწორედ ამიტომ მისი თქმით, ის გეგმავს,  ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხოს რეგიონებში, ხოლო სექტემბერში  ტელეკომპანია “GDS-ის” ეთერით აუდიტორიას გადაცემა და “საკუთარ ანალიზი” შესთავაზოს.

“თითოეულ პარტაის დავახასიათებ” – ამბობს ივანიშვილი.

ივანიშვილის აზრით, საზოგადოებას მისი პოზიციების გაცნობა აინტერესებს. ის ასევე ამბობს, რომ საზოგადოებას “მის მიმართ ნდობა აქვს”, თუმცა ყოფილ პრემიერ-მინისტრს არ განუმარტავს საიდან იცის ეს და არც ჟურნალისტებს უკითხავთ.

მისი თქმით, ყველაფერს არჩევნები აჩვენებს და თუ აღმოჩნდა, რომ ხალხი აღარ ენდობა, დაემშვიდობება საზოგადოებას და დაუბრუნდება თავის სურვილისამებრ ცხოვრებას. 

მანვე აღნიშნა, რომ 2012 ხელისუფლებაში მოსულ გუნდში არ არიან ისეთი ადამიანები, ვინც იმედი გაუცრუა. მანვე აღნიშნა, რომ “გაგებით ეკიდება” მეჭიაურის გადაწყვეტილებას ახალი გუნდის შექმნასთან დაკავშირებით.

აპრილში გამოქვეყნდა NDI-ის დაკვეთით  ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც 2016 წლის თებრვალ-მარტის განწყობებს ასახავს.   კითხვაზე, ხვალ რომ არჩევენები ტარდებოდეს, ვის დაუჭერდით მხარს,  15 %-მა უპასუხა, რომ კოალიცია “ქართულ ოცნებას”, ხოლო   13%-მა “ნაციონალურ მოძრაობას”.

ივანიშვილმა 7 ივნისსაც განაცხადა, რომ არ ენდობა ამ კვლევების შედეგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი