ახალი ამბები

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის ახალი რეგულაციები ძალაში შევიდა

29 დეკემბერი, 2011 • • 1048
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის ახალი რეგულაციები ძალაში შევიდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის ახალ რეგულაციებს ხელი 28 დეკემბერს მოაწერა.

საკანონმდებლო ცვლილება  “საკანონმდებლო მაცნეში” უკვე გამოქვეყნდა.  

ახალი რეგულაციის თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული თანხები დაუბრუნონ თანხის მიმცემს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიიქცევა სახელმწიფო საკუთრებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი