ახალი ამბები

ივანიშვილი ჯაფარიძეზე: ბევრ აქცენტს აკეთებს სწორად

7 ივნისი, 2016 •
ივანიშვილი ჯაფარიძეზე: ბევრ აქცენტს აკეთებს სწორად

“ზურაბ ჯაფარიძის ოპონირება წავიკითხე ჩემს ეკონომიკაზე, წერილზე და, სხვათა შორის, ძალიან ბევრი კარგი აქცენტი იყო გაკეთებული. ძალიან ბევრში არ ვეთანხმები – არ ვეთანხმები იმიტომ, რომ ისიც ახერხებს ციფრებით მანიპულირებას,  თუმცა ეკონომიკის არცოდნას ვერ დავაბრალებ. ბევრ აქცენტს აკეთებს სწორად და ერთ-ერთ კითხვას მისვამს: “რა გინდა, რომ აგრარული ქვეყანაო – ეს იქნება ჩვენი ძირითადი წამყვანი”? – თქვა დღეს ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული მაუწყებლების ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.

ტელეკომპანია “ობიექტივის” შეკითხვაზე ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან დაკავშირებით პასუხის გაცემისას, ბიძინა ივანიშვილი პარტია “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის კომენტარს გამოეხმაურა:

“რა თქმა უნდა, ვერა. აგრარია – სოფლის მეურნეობა – ვერ იქნება ეკონომიკის ორთქმავალი და ასეთი ქვეყანა ვერ ჩადგება განვითარებული ქვეყნების რიგში. ამაზე აქცენტს ისიც [ჯაფარიძე] აკეთებს, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ იქ ციფრების მანიპულაციაა და ვერ მოვახერხე მე, რომ კითხვები რომ დაესვა ვინმეს, ვუპასუხებდი მასაც,  ისე დამოუკიდებლად ვერ მოვახერხე”.

“მხოლოდ განვითარებული ტექნოლოგიები, აუცილებლად მაღალ ტექონოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკით, შესაბამისად განათლება სჭირდება მას.  ჩემს პირველსავე წერილში, რომლითაც ვამაყობ, აღვწერე ასეთი პროცესი, რომ თუ გვინდა ეს, აუცილებლად გვინდა საწარმოც, აუცილებლად გვჭირდება ინსტიტუტიც, რომელიც სპეციალისტებს მოამზადებს. ერთი მეორის გარეშე ვერ იქნება. სხვანაირად, თუ მარტო სპეციალისტები მოვამზადეთ, გადინება მოხდება, უფრო იოლად და მარტივად მიიღებენ საზღვარგარეთ და ა.შ”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი