ახალი ამბები

ივანიშვილი: ღარიბაშვილს ორჯერ შევახსენე, კირვალიძე აღედგინა მინისტრად და არ გააკეთა

7 ივნისი, 2016 • 1540
ივანიშვილი: ღარიბაშვილს ორჯერ შევახსენე, კირვალიძე აღედგინა მინისტრად და არ გააკეთა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ორჯერ შეახსენა ირაკლი ღარიბაშვილს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომ სოფლის მეურნეოების ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე აღედგინა თანამდებობაზე.

“კარგად ვიხსენებ კირვალიძეს, რომელიც იყო ჩემი ფავორიტი მინისტრი. როგორ კულტურულად მოიქცა, როდესაც კითხვები დაისვა, როგორ კულტურულად გადადგა, თუმცა მისი დაბრუნება ორჯერ შევახსენე ღარიბაშვილს და არ გააკეთა… ესა ხელწერა [გულისხმობს გადადგომას], რომელიც ჩვენ მოვიტანეთ, განსხვავებით იმისგან, რაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა. მათ ჰქონდათ ყველაფრის უფლება და კანონს არაფრით არ დაგიდევდათ. საშინელ დღეში ჰყავდათ მთელი მოსახლეობა”, – განაცხადა ივანიშვილმა, დღეს, 7 ივნისს, ნაციონალური მაუწყებლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

ივანიშვილმა აღნიშნული იმ კონტექსტში საუბრისას განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” ისევე სთხოვდა მისი გუნდის წევრებს კანონის უზენაესობის დაცვას, როგორც სხვებს.

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე 2013 წლის 2 მაისს თავისი განცხადების საფუძველზე გადადგა, რადგან პროკურატურამ დაიწყო გამოძიება.

საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის საქმის გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი