ახალი ამბები

პარლამენტმა პერსონალური მონაცემების დაცვაზე კანონი დაამტკიცა

28 დეკემბერი, 2011 •
პარლამენტმა  პერსონალური მონაცემების დაცვაზე კანონი დაამტკიცა

კანონპროექტი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ პარლამენტმა დღეს, 28 დეკემბერს, რიგგარეშე სესიაზე  88 ხმით მესამე მოსმენით ერთუსლოვნად დაამტკიცა.

სესიაზე მესამე მოსმენით ამ საკითხზე შენიშვნები არ ყოფილა.

კანონპროექტის მე-6 მუხლის ნორმა შეეხება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებას (მათ შორის გაცემას და გავრცელებას) როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების მიერ.

კანონპროექტის მე-2 მუხლის ,,ბ” პუნქტის მიხედვით, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია ,,პერსონალური მონაცემი”, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიული ორგანიზაციის წევრობასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან ან ნასამართლობასთან. ასევე– ბიომეტრული მონაცემი, რომლითაც შესაძლებელია ზემოაღნიშნული მახასიათებელი ნიშნებით პირის იდენტიფიკაცია.

პარლამენტის მიერ ამ კანონპროექტის მიღება მოულოდნელია, რადგან მისი ინიცირება დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა, რომლის შემდეგაც პირველი მოსმენით დაამტკიცეს.  კანონპროექტზე მომზადებული დასკვნის შემდეგ საიას აღარ ჰქონდა ინფორმაცია, აპირებდა თუ არა პარლამენტი ამ კანონის მიღებას.  მისი განხილვა არ იყო გათვალისწინებული პარლამენტის რიგგარეშე სესიების დღის წესრიგში.

პროექტი გუშინ მეორე მოსმენით მიიღეს, დღეს კი მესამე მოსმენით საბოლოოდ დაამტკიცეს.

მიღებულ კანონში გათვალისწინებული არ არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შენიშვნები და რეკომენდაციები.

ამავე თემაზე:

კანონპროექტი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ

რა პრობლემებია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის პროექტში?

არავითარი პირადი



მასალების გადაბეჭდვის წესი