ახალი ამბები

თბილისში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

6 ივნისი, 2016 • 1392
თბილისში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

თბილისში, ისნის რაიონში მდებარე სასტუმროსთან ახალგაზრდა ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შსს-ში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა ინფორმაციას ამ ფაქტზე ვერ გაასაჯაროებენ.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე არსებული სასტუმროს თანამშრომელია. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების თქმით, მათ 3-4 გასროლის ხმა გაიგონეს, თუმცა მომხდარს არავინ შესწრებია.

სასტუმროს ადმინისტრატორის თქმით, რამდენიმე თანამშრომელი პოლიციამ დაკითხვაზე წაიყვანა. დაშავებული კი პირველ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი