ახალი ამბები

ივანიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეობა შეუწყდა

26 დეკემბერი, 2011 • 1483
ივანიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეობა შეუწყდა

ბიძინა ივანიშვილი აღარ არის რუსეთის მოქალაქე. რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ  ოფიციალური დოკუმენტი ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიის საელჩოსგან  დღეს მიიღო, ამ ინფორმაციას ივანიშვილის პრესსამდივნო ავრცელებს.

რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით ბიძინა ივანიშვილმა  17 ოქტომბერს  ოფიციალურად მიმართა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციას.

ამ დროისათვის ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობის  საკითხს, თბილისის საქალაქო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ გამოიტანს.

Image 5731
Image 5731

მასალების გადაბეჭდვის წესი