ახალი ამბები

საქართველოს იმედის ხატი პატრიარქმა ჯერ ივანიშვილს და შემდეგ სააკაშვილს აჩვენა

25 დეკემბერი, 2011 • 2514
საქართველოს იმედის ხატი პატრიარქმა ჯერ ივანიშვილს და შემდეგ სააკაშვილს აჩვენა

დღეს სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვა აღავლინა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ, რომლის აღსაყდრებიდან 34 წელი გავიდა.

ამ დღის მისალოცად სამებაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად მივიდა, რომელსაც ილია მეორემ ხატი “საქართველოს იმედი” დაათვალიერებინა.

“ხატი იმედისაი” ტიხრულ მინანქარსა და ოქროშია შესრულებული  და მასზე 432 წმინდანია გამოსახული. მისი სიგრძე და სიგანე 2 მეტრია და  დაახლოებით 50 კილოგრამი ოქროსა და ძვირფასი ქვების გამოყენებით შეიქმნა.

აღნიშნული ხატი პატრიარქმა გუშინ ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს აჩვენა. ივანიშვილი პატრიარქს “ქართული ოცნების” პრეზენტაციისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

დღეს, პატრიარქის აღსაყდრებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებით, ფილარმონიის დიდ საკონცეერტო დარბაზში გალა-კონცერტი გაიმართება, რომელზეც ილია მეორეს უკვე ცნობილ საგალობლებთან ერთად მისი ახალი მუსიკალური ნაწარმოების “აგნუს დეის” პრემიერაც გაიმართება.

ილია მეორეს ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შედგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი