ახალი ამბები

პოლიცია მოსკოვში დაგეგმილ აქციაზე მომიტინგეებზე ადრე მივიდა

24 დეკემბერი, 2011 • 1013
პოლიცია მოსკოვში დაგეგმილ აქციაზე მომიტინგეებზე ადრე მივიდა

დღეს მოსკოვში ერთდროულად ოპოზიციის რამდენიმე აქცია გაიმართება, პოლიცია სახაროვის მოედანზე დაგეგმილ აქციაზე მომიტინგეებზე ადრე მივიდა.

სახაროვის მთელ პროსპექტზე, სადაც დღეს მოსკოვში ძირითადი საპროტესტო აქცია გაიმართება, პოლიციის შენაერთების კოლონები უკვე მორიგეობენ.

ამ წუთებში ზოგადი ვითარება პროსპექტზე მშვიდია. მოქალაქეეებს აქციაზე მისვლა ჯერ არ დაუწყიათ.

სამართალდამცავები მორიგეობენ სახაროვოს პროსპექტის ახლოს მდებარე მეტრო სადგურებთანაც.

მომიტინგეების მთვარი სლოგანი იქნება “სამართლიანი არჩევნებისთვის”.

დღეს მოსკოვში ერთდროულად ოპოზიციის  რამდნეიმე საპროტესტო აქცია იგეგმება, სადაც წინასწარი მონაცემით, დაახლოებით 50 ათასი მოქალქე მივა.
სახაროვის პროსპექტის აქცია იქნება ერთგვარი გაგრძლელება ბოლოტნაიას მოედანის აქციისა, რომელიც მიმდინარე თვის 10 რიცხვში გაიმართა. აქციის მონაწილენი საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ, რომლის მიხედვით გამარჯვება მმართველმა პარტიამ, “ედინაია როსიამ” მოიპოვა.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკამყოფილო პოლიტიკური პარტიები და ხელისუფლების მხარდამჭერი მოძრაობები ახალ წლამდე მიტინგების შეწყვეტას არ აპირებენ. მათ მოსკოვის მერიაში 24 და 31 დეკემბერს აქციების ჩასატარებლად განაცხადები დაახლოებით ერთი კვირით ადრე შეიტანეს.
–ინფორმაციას ამის შესახებ ინტერფაქსი ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი