ახალი ამბები

სეტყვა თბილისში [ფოტო/ვიდეო]

5 ივნისი, 2016 • 1992
სეტყვა თბილისში [ფოტო/ვიდეო]

დღეს, დაახლოებით 14:05 საათზე, თბილისში ძლიერი სეტყვა დაიწყო, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა. რამდენიმე წუთის შემდგა სეტყვა შეწყდა და ძლიერი წვიმა დაიწყო, რომელმაც ასევე რამდენიმე წუთს გასტანა.




ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, სეტყვის ღრუბელმა თბილისიდან გადაირა და  აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ნაწილში გადაინაცვლებს. მათივე ცნობით, თბილისში, ვერეს ხეობაში მდინარის დონე არ არის მომეტებული და წყალდიდობის საშიშროება არ არსებობს.

112-ის ცნობით, ხანმოკლე სეტყვასა და წვიმას დღეს დედაქალაქში რაიმე დაზიანებები არ გამოუწვევია და არც შესაბამისი გამოძახებები დაფიქსირებულა დედაქალაქის მასშტაბით.

ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, სეტყვის ინტენსივობა და სიხშირე განსაკუთრებით მაღალია აღმოსავლეთ საქართველოში. ყოველწლიურად აღინიშნება ამ მოვლენის 5-დან 15-მდე შემთხვევა. ნადგურდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები 0.7-დან 8.0%-მდე. განსაკუთრებული ინტენსივობით გამოირჩეოდა 1983, 1987, 1993 და 1997 წლები. ბოლო 10 წელიწადში ქვეყნისათვის სეტყვისაგან მიყენებულმა ზარალმა 130 მლნ. ლარს გადააჭარბა.

სეტყვა თბილისში. 5.06.2016

სეტყვის შემდეგ მოსული უხვი ნალექსი შედეგად თბილისში, ხუდადოვის ქუჩა დაიტბორა. 05.06.2016. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი