ახალი ამბები

მოკრივე მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

4 ივნისი, 2016 • 3370
მოკრივე მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი მოკრივე, რამდნეიმეგზის მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში, მუჰამედ ალი 4 ივნისს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას წლების განმავლობაში პარკინსონის დაავადება ჰქონდა.

კასიუს მარსელ კლეი, შემდგომში უკვე მუჰამედ ალი 1960 წელს რომის ოპლიმპიადაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მან 1964 წელს დაამარცხა სონი ლისტონი და გახდა პირველი მსოფლიო ჩემპიონი, რომელმაც მძიმეწონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სხვადასხვა ტურნირზე მოიგო.

აქტიურ სპორტს მუჰამედ ალი 1981 წელს ჩამოშორდა. კარიერის განმავლობაში, ჯამში, 61 ბრძოლიდან 56 მისი გამარჯვებით დასრულდა. 1999 წელს მას საუკუნის სპორტსმენის ჯილდო გადაეცა.

1976 წელი, მუჰამედ ალი მიუნხენის ოლიმპიადაზე. ფოტო: EPA/ISTVAN BAJZAT

1976 წელი, მუჰამედ ალი მიუნხენის ოლიმპიადაზე. ფოტო: EPA/ISTVAN BAJZAT

მუჰამედ ალი ასევე იყო სამოქალაქო აქტივისტი და პოეტი. ის წერდა და საუბრობდა რასიზმის, ნაციონალიზმის თემებზე.

1967 წელს ალი შეეწინააღმდეგა ამერიკის შეერთებული შტატების საომარ მოქმედებებს ვიეტნამში, რასაც კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. ის არ გამოცხადდა ჯარში და ამის გამო ჩამოართვეს მოკრივის ლიცენზია და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.  მომდევნო 4 წლის განმავლობაში რინგზე არ გამოსულა. 1971 წელს, ტიტულის აღდგენის შემდეგ, მუჰამედ ალიმ გააგრძელა კარიერა და 3 ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ორთაბრძოლა მოიგო კრივის ისტორიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი