ახალი ამბები

შაშკინმა “ცერნთან” ხელშეკრულება დადო

22 დეკემბერი, 2011 • 963
შაშკინმა “ცერნთან” ხელშეკრულება დადო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში ყოფნის დროს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და ბირთვული კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია “ცერნს” შორის.

ხელშეკრულების ფარგლებში ქართველი მეცნიერები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მიიღებენ მონაწილეობას ცერნში მიმდინარე სამეცნიერო ექსპერიმენტებში და საერთაშორისო კვლევებში.

“რაც მნიშვნელოვანია საქართველოში საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარებისთვის და ამ მიმართულებით მოღვაწე მეცნიერების საქმიანობის ხელშეწყობისთვის.

ხელშეკრულებას დიმიტრი შაშკინთან ერთად ხელი მოაწერეს “ცერნის” გენერალურმა დირექტორმა რალფ ჰოიერმა და ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის დირექტორმა ვიქტორ მატკეევმა. შეხვედრისას შეთანხმდნენ ქართველი მეცნიერების ხელშეწყობისთვის გაცვლითი სამეცნიერო პროგრამების შექმნაზე, რომლის მიხედვითაც, ცერნიდან მეცნიერები ეწვევიან საქართველოს და ღია ლექციებს ჩაუტარებენ ყველა დაინტერესებულ პირს. აგრეთვე, ცერნში მიიღებენ სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფებს გამოცდილების ამაღლების მიზნით,”–ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი