ლეიბორისტებმა მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით რეზიდენციის წინ აქცია გამართეს.
ლეიბორისტული პარტიის დღევანდელ აქციას საქართველოს უმუშევართა კავშირის წევრებიც შეუერთდნენ.
სიტყვით გამომსვლელებს შორის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილიც იყვნენ, მათ მიხეილ სააკაშვილს რეზიდენციასთან საჩუქარიც დაუტოვეს –სახრჩობელაზე ჩამოკიდებული საქართველოს დროშა. როგორც შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, “ეს არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ ჩამოახრჩო სააკაშვილმა საქართველო.”




