ახალი ამბები

საქართველო ავღანეთში დამატებით ერთ ბატალიონს გააგზავნის

20 დეკემბერი, 2011 •
საქართველო ავღანეთში დამატებით ერთ ბატალიონს გააგზავნის

საქართველოს პარლმანენტმა– 103 ხმით ერთის წინააღმდეგ– მხარი დაუჭირა ავღანეთის ISAF-ის სამშვიდობო მისიაში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში მონაწილეობის მისაღებად აშშ–ს კონტიგენტის დაქვემდებარებაში დამატებით ერთი ქვითი ბატალიონის გაგზავნის შესახებ.

“ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე თანხმობის მიცემის შესახებ” 2009 წლის 6 აგვისტოს #1608–ის დადგენილებით საქართველოს პრეზიდენტს გამოხატული აქვს თანხმობა ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) საქართველოს ერთი ქვეითი ასეულისა და არტილერიის ინსტრუქტორთა ჯგუფის (საფრანგეთის კონტინგენტში), ერთი ქვეითი ბატალიონის (ამერიკის შეერთებული შტატების კონტინგენტში) და ორი სამხედრო მოსამსახურის (თურქეთის კონტინგენტში) მონაწილეობის თაობაზე.

შესაბამისი წარდგინებით პრეზიდენტმა პარლამენტს 16 დეკემბერს მიმართა.

ამჟამად ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების 950 სამხედროა ჩართული. ISAF–ის სამხედრო ოპერაციებში საქართველომ 10 სამხედრო დაკარგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი