ახალი ამბები

მერიის განცხადება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაზე

20 დეკემბერი, 2011 • 1981
მერიის განცხადება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაზე
გუდიაშვილის მოედნის განახლების პროექტთან დაკავშირებით თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენი პრიორიტეტია გუდიაშვილის მოედანზე მდებარე ისტორიული შენობებისა და ზოგადად ამ ურბანული ქსოვილის კულტურული მემკვიდრეობის სრულად შენარჩუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგეგმება შენობების კონსტრუქციული გამაგრება და ისტორიული ფასადების რესტავრაცია.

რაც შეეხება გუდიაშვილის მოედნის საინვესტიციო გარემოს კვლევაზე გამოცხადებულ კონკურსს, ამის შესახებ ჩვენთვის  სოციალური ქსელებიდან გახდა ცნობილი. აღნიშნული კონკურსი წარმოადგენს კერძო ინიციატივას და არანაირი შეხება არ აქვს თბილისის მერიასთან. როგორც ჩვენ განგვიმარტეს, კონკურსს აქვს მხოლოდ კონცეპტუალური და არა რაიმე არქიტექტურული დატვირთვა.

თბილისის მერიაში განაცხადი ამის შესახებ არ ყოფილა წარმოდგენილი და განხილული.  რაც შეეხება გუდიაშვილის მოედნის განვითარებას, თბილისის მერიაში არსებობს  გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტი.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი