ახალი ამბები

მედიის აქცია პრეზიდენტის სასახლესთან

20 დეკემბერი, 2011 • 1149
მედიის აქცია პრეზიდენტის სასახლესთან

“მაესტროს” ჟურნალისტებმა და ბეჭდური მედიის ნაწილმა დღეს პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქცია გამართეს.

“მაესტროში შესვლა არის საშიში, მუშაობა არის მუდმივი პრობლემა, ამ აქციით ჩვენი მიზანია, ხელისუფლებამ აღასრულოს თავისი მოვალეობა. გამოაძევოს ეროსი კიწმარიშვილი, სადაც შეაძევეს,”–ამბობს მამუკა ღლონტი.
პრეზიდენტის სასახლესთან მედიის წარმომადგენელებს მეორე მოთხოვნაც ჰქონდათ,– ბეჭდური მედიის წარმომადგენლებმა დედაქალაქში პრესის გავრცელების ჯიხურების აღება გააპროტესტეს.

პრესის ასოციაციის თავმჯდომარისა და გაზეთ “რეზონანსის” მთავარმა რედაქტორის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, პრესის გავრცელების ჯიხურების აღება უმსგავსობა და გაუგონარი საქციელია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის პრესას.

აქციის მონაწილეებმა თეთრი და წითელი ფერის ამკრძალავი ლენტი შემოიხვიეს. ღლონტის განცხადებით,  აქცია არის სიმბოლო იმისა, რომ ტელეკომპანია “მაესტროს” შენობა ოკუპირებულია და იქ შესვლა სიცოცხლისთვის საშიშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი