ახალი ამბები

ჯონ ბასის და ივანიშვილის შეხვედრა მილიარდერის სურვილით შედგა

20 დეკემბერი, 2011 • 1097
ჯონ ბასის და ივანიშვილის შეხვედრა მილიარდერის სურვილით შედგა

20 დეკემბერს აშშ-ს საელჩოში ელჩი ჯონ ბასი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

საქართველოში აშშ-ს საელჩოს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის სურვილი ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა.

ინფორმაცია ელჩის და ქართველი მილიარდერის დახურული შეხვედრის შესახებ თავდაპირველად ივანიშვილის პრესსამდივნოს ხელმძღვანელმა ნონა ყანდიაშვილმა გაავრცელა, რომელმაც ვერ დააკონკრეტა შეხვედრის დეტალები, რადგან დახურული იყო.

ინფორმაციას შეხვედრის შესახებ არც აშშ-ს საელჩოს პრესსამსახური ფლობდა. საელჩოს პრესსამსახურმა “ნეტგაზეთს” მოგვიანებით მცირე ინფორმაცია მიაწოდა.

“შეხვედრის სურვილი ბატონმა ივანიშვილმა გამოთქვა, ამერიკის საელჩო საქართველოში მოქმედ პოლიტიკოსთა ფართო წრეს რეგულარულად ხვდება”.

შეხვედრის სხვა დეტალები კვლავაც უცნობია.

ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა სურს, საქართველოში აშშ-ს ელჩ  ჯონ ბასს მეორედ შეხვდა. პირველი შეხვედრა ოქტომბერში გაიმართა, როცა ივანიშვილმა თავის სასახლეში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები მიიღო.

ამავე თემაზე:

ივანიშვილის და აშშ-ს ელჩის დახურული შეხვედრა


მასალების გადაბეჭდვის წესი