ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომეხთა გენოციდის აღიარებაზე რეზოლუციის მიღების გამო, თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია

2 ივნისი, 2016 • 1599
სომეხთა გენოციდის აღიარებაზე რეზოლუციის მიღების გამო, თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია

დღეს, 2 ივნისს ბუნდესტაგმა, ხმათა უმრავლესობით, ოსმანურ იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის თქმით, “თურქეთი არ აპირებს, გერმანიის პარლამენტის გადაწყვეტილებას დაეთანხმოს თემაზე, რომელზეც ისტორიკოსებიც ვერ თანხმდებიან. ჩვენ გამოვიძახეთ ელჩი გერმანიიდან კონსულტაციებისთვის”.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ბუნდესტაგის გადაწყვეტილებას სერიოზული გავლენა ექნება ორი ქვეყნის ურთიერთობებზე.

რეზულუცია სახელწოდებით “სომეხთა გენოციდისა და სხვა ქრისტიანული უმცირესობების ხსოვნის 101 წელი” ბუნდესტაგში საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა.

აღნიშნული რეზოლუცია სომეხთა გენოციდის აღიარებას ითვალისწინებს. ამჟამად სომეხთა გენოციდი 20-ზე მეტ ქვეყანას აქვს აღიარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი