თბილისის მერია ეძებს ინვესტორს, რომელიც შეისყიდის და გაანაშენიანებს გუდიაშვილის მოედანს. იგი შეიძლება პირდაპირ გაიყიდოს. ნაკვეთის საწყისი ფასია 15 000 000 ამერიკული დოლარი.
ეს ინფორმაცია თბილისის მერიის ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული, თუმცა მითითებული არ არის გამოქვეყნების თარიღი.
გუდიაშვილის მოედანთან დაკავშირებით ინფორმაცია თბილისის სხვადასხვა უბნის რეაბილიტაციის პროექტებთან ერთადაა განთავსებული.
“ამ პროექტის [გუდიაშვილის] მთავარი მიზანია ქალაქის იმ ისტორიული შენობების რეკონსტრუქცია, რომლებიც ამ ტერიტორიაზე არიან განლაგებულნი. შენობები შეიძლება გადაკეთდეს სასტუმროებად, კაფეებად ან რესტორნებად”.
თბილისის მერია გუდიაშვილის მოედანთან დაკავშირებით ვებ გევრდზე შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:
- ამჟამად აქ მხოლოდ ისტორიული შენობებია.
- გუდიაშვილის მოედანი მდებარეობს ქალაქის ცენტრში – თავისუფლების მოედნის გვერდით. იგი უამრავ სტუმარს და ტურისტს იზიდავს.
- ზემოთხსენებული ტერიტორია დაცულ ზონაში მდებარეობს და შემდეგი პარამეტრებისაა: K1 – 0.8, K2 – 2.0
- მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობია 3 800 კვადრატული მეტრი, ბინების-7000 კვადრატული მეტრი.
- ნებადართულია მისი გამოყენება.
- მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც ტურისტული მიზნებისათვის, ასევე კომერციულ, გასართობ და დასასვენებელ ადგილად.
- რადგან მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერიის საკუთრებას, ამიტომ ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული განაშენიანების გეგმები. თუმცა დადგენილების თანახმად, ამ ადგილის განაშენიანება შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ფუნქციებს: სასტუმრო, საცხოვრებელი, ოფისები და საცალო ვაჭრობა.
- მიწის ნაკვეთი შეიძლება გაიყიდოს საკუთრების უფლებით.
- თბილისის მერია ეძებს ინვესტორს, რომელიც შეისყიდის და გაანაშენიანებს ამ ტერიტორიას. იგი შეიძლება პირდაპირ გაიყიდოს. ნაკვეთის საწყისი ფასია 15 000 000 ამერიკული დოლარი.
თბილისის მერიის პრესსამსახურმა “ნეტგაზეთთან” არ გააკეთა კომენტარი გუდიაშვილის სკვერის განახლების შესახებ გამოცხადებულ კონკურსთან და მის შედეგებთან დაკავშირებით.
worldarchitecturenews.com-ის ცნობით კი, გუდიშვილის მოედნის კონკურში ავსტრიული კომპანიის Zechner & Zechner-ს პროექტმა გაიმარჯვა.
ამავე თემაზე:




