ახალი ამბები

ივანიშვილი რუსთავი 2-სა და ტაბულას ინტერვიუს სანაცვლოდ პირობას უყენებს

2 ივნისი, 2016 • 1365
ივანიშვილი რუსთავი 2-სა და ტაბულას ინტერვიუს სანაცვლოდ პირობას უყენებს

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მზად არის შეხვედეს ექსპერტებსა და კრიტკულად განწყობილ ჟურნალისტებს, თუ  ამის სურვილი ექნებათ. ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს, 3 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყბელის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა. ივანიშვილმა ინტერვიუ დღეს ჟურნალისტ სალომე ასათიანს მისცა, რომელიც ეთერში დღეს, 20:40 საათზე გავა. სალომე ასათიანის გადაცემა “ინტერვიუ” რადიო თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია.

“შევეცდები, რომ შევხვდე ექსპერტებს, თუ მათ სურვილი გაუჩნდებათ, უფრო მეტად- კრიტიკულად განწყობილ ექსპერტებს. კითხვებს ვუპასუხებ და მეც მექნება მათ პოზიციებზე ჩემი დამოკიდებულება და გამონათქვამები”, – თქვა ივანიშვილმა.

რაც შეეხება კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებთან შეხვედრას, ივანიშვილის თქმით, იგი მზადაა, რომ ინტერვიუ მისცეს რუსთავი 2-სა და ტაბულას, ოღონდ ერთი პირობით. ორივე ტელეკომპანიამ მას გაკრვეული დრო უნდა დაუთმოს ამ არხებზე “მისი პერსონის შესახებ ტირაჟირებული სიცრუის” შესაფასებლად. ამის შემდეგ, ივანიშვილის თქმით, იგი დამატებით შეკითხვებსაც უპასუხებს.

ივანიშვილის შეთავაზებას ფეისბუკით გამოეხმაურა ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ტაბულა  მზადაა, ივანიშვილს ეთერი დაუთმოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი