“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სქესი, ასაკი და საცხოვრებელი ადგილი გავლენას ახდენს ჰომოფობიურ განწყობებზე.
კვლევის მიხედვით, თბილისში უფრო ნაკლებად ჰომოფობიური განწყობაა, ვიდრე სოფლის, ან სხვა ქალაქებში მცხოვრებ გამოკითხულებს შორის.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული კაცები უფრო მეტად არიან ჰომოფობიური, ვიდრე – ქალები.
ასევე, კვლევის მიხედვით, ასაკი გავლენას ახდენს გამოკითხულთა განწყობებაზე ჰომოსექსულობის მიმართ.
კვლევისას გამოიყენეს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები, სამიზნე ჯგუფი იყო საქართველოს მოსახლეობა 18 წლიდან 65 წლამდე. გამოკითხეს 2 000 მოქალაქე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სტრუქტურირებული კითხვარით. კვლევის ცდომილება არის 2.2%, 95%-იანი სანდოობის დონეზე.
კვლევა სახელწოდებით “წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე” ჩაატარა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა. კვლევის პრეზენტაცია დღს, 2 ივნისს შედგა.
მისი მიზანი არის საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულებების კვლევა ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ.
ანგარიში მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს პროექტის ფარგლებში.