ახალი ამბები

გუდიაშვილის სკვერის განახლების პროექტი

20 დეკემბერი, 2011 •
გუდიაშვილის სკვერის განახლების პროექტი

თბილისის მერიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ არ აკეთებენ კომენტარს გუდიაშვილის სკვერის განვითარების პროექტთან დაკავშირებით.  worldarchitecturenews.com-ის ცნობით ავსტიულმა  კომპანიამ Zechner & Zechner  გაიმარჯვა  კონკურსში თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე, მულტიფუნქციური პროექტის განსახორციელებლად.

დღემდე  ცნობილი არ ყოფილა  თბილისის მთავრობის მიერ გუდიაშვილის სკვერის განახლებაზე გამოცხადებული საერთაშორისო კონკურსის შესახებ. მერია ინფორმაციას არც ამ დროისთვის ავრცელებს.

worldarchitecturenews.com -ის გამოქვეყნებული ინფორმაციით კი  პროექტის ამოცანას გუდიაშვილის სკვერის გარშემო მულტიფუნციური სივრცის შექმნა წარმოადგენდა –  მაღაზიებით, ოფისებით და რესტორნებით. “ნაწილობრივ ეს გულისხმობს არსებული შენობების განახლებას, მაგრამ ძირითადად თავიდან აშენდება”.

Zechner & Zechner-ს პროექტის მიხევდით, შენობების პირველი სართულები ნაწილობრივ გამოყენებული იქნება რესტორნებისთვის, ოფისები და საცხოვრებლები კი ზედა სართულებზე განთავსდება.

საიტზე გამოქვეყნებულია რამდენიმე ფოტო, რომლის მიხევდითაც მოედანს ისტორიული სახე შენარჩუნებული არა აქვს, თუმცა Zechner & Zechner განმარტავს, რომ არსებულ შენობებს ისტორიულ სახეს შეუნარჩუნებენ.

გუდიაშვილის სკვერის განახლების პროექტი
გუდიაშვილის სკვერის განახლების პროექტი

თავად Zechner & Zechner თავის ვებ გვერდზე ჯერჯეჯრობით არა აქვთ გამოქვეყნებული ინფორმაცია თბილისის პროექტის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი