WISG-ის კვლევა: გამოკითხულთა მესამედი არ ეთანხმება, რომ ჰომოსექსუალების შვილი აუცილებლად ჰომოსექსუალი იქნება

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მესამედი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ჰომოსექსუალ ოჯახში გაზრდილი ბავშვი აუცილებლად ჰომოსექსუალი იქნება.

მოსაზრებას, ჰომოსექსუალურ ოჯახში აღზრდილი ბავშვი აუცილებლად ჰომოსექსუალი იქნება, გამოკითხულთა  17% სრულიად არ ეთანხმება, 20.8% ნაწილობრივ არ ეთანხმება, მოსაზრებას სრულიად ეთანხმება 15.8%, ნაწილობრივ ეთანხმება 21%, ხოლო 14.4% უჭირს პასუხის გაცემა.

გამოკითხულთა განწყობა ჰომოსექსულურ ოჯახში ბავშის ყოლაზე. wisg-ის კვლევა

გამოკითხულთა განწყობა ჰომოსექსულურ ოჯახში ბავშის ყოლაზე. wisg-ის კვლევა

გამოკითხულთა 58.4% სრულიად ეთანხმება მოსაზრებას, რომ ჰომოსექსუალთა რიცხვი მოიმატებს იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება არ განაცხადებს ხმამაღლა, რომ ჰეტეროსექსუალობა ურთიერთობის ერთადერთი სწორი ფორმაა, 19.6% ნაწილობრივ ეთანხმება. მოსაზრებას სრულიად არ ეთანხმება 6.3%.

გამოკითხულთა განწყობა ჰომოსექსულობის მისაღებობაზე. wisg-ის კვლევა

გამოკითხულთა განწყობა ჰომოსექსულობის მისაღებობაზე. wisg-ის კვლევა

კვლევისას გამოიყენეს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები, სამიზნე ჯგუფი იყო საქართველოს მოსახლეობა 18 წლიდან 65 წლამდე. გამოკითხეს 2 000 მოქალაქე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სტრუქტურირებული კითხვარით. კვლევის ცდომილება არის 2.2%, 95%-იანი სანდოობის დონეზე.

კვლევა სახელწოდებით “წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე” ჩაატარა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა. კვლევის პრეზენტაცია დღეს, 2 ივნისს შედგა. 

მისი მიზანი არის საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულებების კვლევა ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ.

ანგარიში მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს პროექტის ფარგლებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com