თავისუფალი მედიის არსებობისა და საქმიანობის გაგრძელების მოთხოვნით, დღეს პრეზიდენტის სასახლესთან მედიის წარმომადგენლები აქციას გამართავენ.

დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნები იქნება – შეწყდეს პრესის ჯიხურების წინააღმდეგ გამალებული ბრძოლა და “მაესტროს” შენობის “ოკუპაცია”.

“აქციაზე მოვითხოვთ, შეწყდეს პრესის ჯიხურების წინააღმდეგ გამალებული ბრძოლა, ხელისუფლებამ თავისუფალ მედიას არსებობის და საქმიანობის გაგრძელების საშუალება მისცეს. ასევე, ჩვენი მოთხოვნაა, სახელმწიფო ჩაერიოს ნუცუბიძის #93-ში მდებარე “მაესტროს” შენობის ოკუპაციისგან გათავისუფლებაში”, – განაცხადა პრესის ასოციაციის წარმომადგენელმა, გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორის მოადგილემ ელისო ჩაფიძემ.

აქცია ავლაბრის რეზიდენციასთან 15:00 საათზე დაიწყება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *