ახალი ამბები

WISG-ის კვლევა: გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ლგბტი ადამიანებს ქუჩაში მსვლელობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ

2 ივნისი, 2016 • 1295
WISG-ის კვლევა: გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ლგბტი ადამიანებს ქუჩაში მსვლელობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 80%-ზე მეტი თანხმდება მოსაზრებაზე, რომ ლგბტი ადამიანებს ქუჩაში მსვლელობის მოწყობა უნდა აეკრძალოთ.

მოსაზრებას, რომ ლგბტი ადამიანებს კანონით უნდა აეკრძალოთ ქუჩებში მსვლელობის მოწყობა, გამოკითხულთა 66.4% სრულიად ეთანხმება, 14.1% ნაწილობრივ ეთანხმება. მოსაზრებას საერთოდ არ ეთანხმება 9.6%, ნაწილობრივ არ ეთანხმება 5.5%.

გამოკითხულთა განწყობა ლგბტი ადამიანების უფლებაზე მსვლელობა მოაწყონ ქუჩაში. wisg-ის კვლევა

გამოკითხულთა განწყობა ლგბტი ადამიანების უფლებაზე მსვლელობა მოაწყონ ქუჩაში. wisg-ის კვლევა

მოსაზრებას, რომ ლგბტი ადამიანების უფლებები დაცული უნდა იყოს, მაგრამ არაა საჭირო, რომ გეებმა/ლესბოსელებმა თავიანთ ცხოვრების სტილი სხვებს მოახვიონ თავზე, 51.2% სრულიად ეთანხმება, 29.5% ნაწილობრივ ეთანხმება, 8.8% სრულიად არ ეთანხმება და 5.5% ნაწილობრივ არ ეთანხმება.

გამოკითხულთა განწყობა ლგბტი ადამიანების უფლებებზე. wisg-ის კვლევა

გამოკითხულთა განწყობა ლგბტი ადამიანების უფლებებზე. wisg-ის კვლევა

მოსაზრებას, რომ ლგბტი ადამიანები, რომლებიც არ მალავენ თავიანთ ორიენტაციას/ იდენტობას და საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან, დასაფასებლები არიან გამბედაობისთვის, სრულად ეთანხმება 4.2%, 7.9% ნაწილობრივ ეთანხმება. მოსაზრებას საერთოდ არ ეთანხმება 59.4%, ნაწილობრივ ეთანხმება 20.7%.

მოსაზრებას, რომ ჩემს ქვეყანაში ლგბტი ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დისკრიმინირებული ჯგუფია, სრულიად ეთანხმება 32.4%, ნაწილობრივ ეთანხმება 29.2%, ხოლო ნაწილობრივ არ ეთანხმება 14.4%,, სრულიად არ ეთანხმება 16.5%.

გამოკითხულთა განწყობა ლგბტი ადამიანების დისკრიმინირებულობაზე. wisg-ის კვლევა

გამოკითხულთა განწყობა ლგბტი ადამიანების დისკრიმინირებულობაზე. wisg-ის კვლევა

კვლევისას გამოიყენეს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები, სამიზნე ჯგუფი იყო საქართველოს მოსახლეობა 18 წლიდან 65 წლამდე. გამოკითხეს 2 000 მოქალაქე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სტრუქტუირებული კითხვარით. კვლევის ცდომილება არის 2.2%, 95%-იანი სანდოობის დონეზე.

კვლევა სახელწოდებით “წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე” ჩაატარა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა.

მისი მიზანი არის საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულებების კვლევა ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ.

ანგარიში მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს პროექტის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი