დღეს გავრცელდა ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ირს გარდაცვალების შესახებ. აღნიშნული ვიდეო კი, სადაც ასახულია როგორ გლოვობენ ბავშვებიც კი, youtube ზე გამოქვეყნდა.
ჩრდილოეთ კორეის ახალ ლიდერად გამოცხადდა გარდაცვლილი ლიდერის უმცროსი ვაჟიშვილი, კიმ ჩენ ინი. ინფორმაციით, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს, ის 30 წლისაც არ არის. სახელმწიფო მედიაში ხალხს მოუწოდებენ, გაერთიანდეს კიმ ჩენ ინის გარშემო, რომელსაც მოიხსენიებენ კიმ ჩენ ირის „დიად მემკვიდრედ“.
ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს კიმ ჩენ ირს 28 დეკემბერს, ფხენიანში დაკრძალავენ.
მასაც მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული ქვეყნის ლიდერის პოსტი მამის, ჩრდილოეთ კორეის დამაარსებელ კიმ ირ სუნის 1994 წელს გარდაცვალების შემდეგ.




