ახალი ამბები

პარლამენტის წევრთა რაოდენობა აღარ გაიზრდება

19 დეკემბერი, 2011 • 1591
პარლამენტის წევრთა რაოდენობა აღარ გაიზრდება

პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150–დან 190–მდე აღარ გაიზრდება. ამის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციის შემდეგ განაცხადეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

დავით ბაქრაძემ პოლიტიკური პარტიების – ქდმ, ედპ, “ახალი მემარჯვენეები”, “მრეწველები”, “ნაციონალური მოძრაობა” – წარმომადგენლებთან შეხვდრა დღეს გამართა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა და რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

შეხვდრიდან გამოსული პარტიების წარმომადგენლების თქმით, მიღწეულია შეთანხმება სამ საკითხზე:

1. პარლამენტში ისევ 150 დეპუტატი იქნება არჩეული, აქედან 77 პროპორციული, ხოლო 73 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა (აქამდე პარლამენტში 75 მაჟორიტარი იყო წარმოდგენილი);

3. კონსტიტუციური ცვლილებებისთვის საჭირო იქნება მაღალი ქვორუმი – კერძოდ, დეპუტატების საერთო რაოდენობის 3/4 (აქამდე იყო 2/3);

3. ფრაქციის შექმნა შეეძლება ყველა პარტიას, რომელიც გადალახავს 5%–ან ბარიერს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის თქმით, 73 არის იმ მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა, რომელშიც შეიძლება რეალურად არჩევნების ჩატარება.

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდება არჩევნების ჩატარება. აქედან გამომდინარე, ვერც ერთი მუნიციპალიტეტი, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ვერ აირჩევს საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარს. მხოლოდ ახალგორსა და ლიახვის ოლქებს დააკლდა მაჟორიტარი”, – აცხადებს კუბლაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი